მთავარი » 2010 ივნისი 1 » მაგარი სადღეგრძელოა
12:50 PM მაგარი სადღეგრძელოა | |
მაღალ ტახტრევანზედ იჯდა მამა ღმერთი, და თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად, მყინვარი შანდლად ედო, შიგ მზე სანთლად ენთო, და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ნიშნებდა. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა, მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა, გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა რომ აღარავისთვის გაეყო ქვეყანა. მის წინაშე იდგნენ ზანგნი თუ არაბნი, ფრანგი თუ ვინ მოსთვლის მის ხვთობას მინდობილს, ზოგს მთები არგუნა ზოგს მთის კალთები და ზოგს ვრცელი უდაბნო ზოგს ვრცელი მინდორი. ზოგს მყინვარი შეხვდა ზოგს მყინვარ წვერები, ნება უფლისა არიყო სადაო, მაგრამ იმ გრზელ რიგში არ ჩანდნენ ქრთველნი, რიგი და ქართველი? საიდან სადაო... და როცა პირწმინდად დარიგდა მთა-ბარი, მიწის გოჯაც კი არ დარჩა უბრალოდ, სად იყო სად არა გამოჩნდნენ ქართველნი, და ჰკითხეს ჩვენ რავქნათ გვითხარი უფალო. მიწის ამზომნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ, ძალზე დაღლილი ჩანდა თვით მეუფეც, ვინა ხართ? რა გინდათ? საიდან მოხვედით? მთელი დედამიწა უკვე დანაწილდა. ქართველნი გახლავართ გავშალეთ ნაბდები, შენი სადღეგრძელო თასებით დავცალეთ, რიგს ლხინი ვარჩიეთ გაქეთ და გადიდეთ, დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო. და დაგვაგვიანდა უფალო გვიწყალე. ალპებად, ანძებად, თუ კავკასიონად, აღიძრნენ მაღლა წარბებ შეკრულნი, -ადვილი არაა სად დაგაბინაოთ? -ასეთი მამაცნი ასეთი ერთულნი... -ჭიუხიც, ბილიკიც, სუყველა გავეცი, -ჩემთვის დავიტოვე პატარა წალკოტი, -იქ კალთა დავბერტყე სიკეთის, სიუხვის, -საჩემოთ ედემის სეხილით ვამკობდი. -მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები... -და რადგან მიწის ნამცეციც არ დარჩა, -ზეცაში ვიცხოვრებ და ეს ედემი, -თქვენთვის მიჩუქნია ვიქნები თანახმა. და ასე წავიდა ღმერთი ცათა შინა და ჩვენ დაგვიტოვა მზიური მთა ბარი ამიტომ საქართველოს რა არ გააჩნია, ქუხს მისი სიკეთის, სიუხვის ამბავი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |