მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » me vici
4:48 PM
me vici
მე ვიცი ჩემში ორი ქალია
ერთი ლქსებს წერს,მეორე არა,
მე ვიცი,იმ ერთს რა უხარია,
მეორე გულში რა ნაღველს მალავს.

ერთი ადგება, დილაადრიან,
მეორე ღამით სულ არ იძინებს,
ერთს რომ სახეზე განთიადი აქვს...
მეორეს თვალზე, ცრემლი ციმციმებს.

და წლები ასე უბრად მიდიან...
გზა დასახსნელი ვერსაით ვპოვე.
რომელი დავთმო ვერ გამიგია...
ვის გაუჯავრდე: დედას თუ პოეტს?

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 617 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]