მთავარი » 2010 ივნისი 2 » როგორია, ძმაკაცობა, მეგობრობა, ამხანაგობა, ნახნობობა,
10:46 AM როგორია, ძმაკაცობა, მეგობრობა, ამხანაგობა, ნახნობობა, | |
1. ძმაკაცი. ადამიანი, რომელთანაც ზუსტად (ბეზ პიაწი მინუტ) ისე ხარ,
როგორც საკუთარ ძმასთან. არის სახლის ხშირი სტუმარი. მოსასვლელად წინასწარ
გაფრთხილება არასდროს ჭირდება. ხშირად კარზეც კი არ აკაკუნებს. ზეპირად
იცის, სად უსწორდება მოფხანა შენ ძაღლს. გარეთ შენ მხარეს იქნება, რაც არ
უნდა მტყუანი იყო. ასრულებს მოულოდნელ თხოვნებს, რაც არ უნდა ბევრ
პრობლემასთან იყოს ეს დაკავშირებული. მისი და საკუთარი დასავით უნდა გიყვარდეს. მამამისს სადმე რესტორანში თუ დალანდავ, თვალი არ უნდა აარიდო და ერთი-ორი განსხვავებული უნდა დაულიო. 2. მეგობარი. ადამიანი, ვისთანაც ბევრი ლხინი, და რაც მთავარია ჭირი გავს გამოვლილი. შენი ერთგულება საქმით გაქვს დამტკიცებული, როგორც მინიმუმ, ორგზის. ანგარიშს უწევ, და რაც არ უნდა სისულელეს ამბობდეს სხვების თანდასწრებით, არ უსწორებ და იდიოტური სიცილით ამხნევებ. ხშირად დადიხარ მასთან (და მისნაირებთან) ერთად ფეხბურთზე, სახინკლეში და ბილიარდის სათამაშოდ. ბებია რომ გარდაეცვლება, ცდილობ, ორივე პანაშვიდზე მიხვიდე. რომ არაფერი ვთქვათ გასვენებაზე. 3. ამხანაგი. ადამიანი, ვისთანაც გაკავშირებს საერთო ინტერესები, საერთო ნაცნობები და ხშირად საერთო მოგონებები. მისდამი პატივისცემით ხარ განწყობილი. სპონტანური შეხვედრისას ან ერთმანეთს დაპატიჟებთ, ანაც სადმე შეხვედრას დათქვამთ, რაც ხშირად ურთიერთაყირავებით მთავრდება ხოლმე. 4. ნაცნობი. ადამიანი, რომლის ქუჩაში დანახვა ძალიან გაგიხარდება. მოიკითხავთ ერთმანეთს, გამოელაპარაკებით. ერთი-ორ კარგ ანეკდოტს მოუყვებით და დაიშლებით. ნაცნობი ხშირად არის მეგობრის ამხანაგი. ამხანაგის მეგობარი. ხშირად ხდება, რომ ნაცნობის სახელს ვერ იხსენებთ. ძირითადში ეს იყო ![]() შენი არ იყოს, სიტყვა ახლობელი მეც არ მიყვარს. | |
|
სულ კომენტარები: 4 | |||||||||||||
| |||||||||||||