მთავარი » 2010 » ივნისი » 3 » siyvaruli
8:39 PM
siyvaruli
"სიყვარული- ყველასია, მაგრამ არავის ეკუთვნის;
სიყვარულს- ვერც გააკეთებ და ვერც შექმნი, მაგრამ ყველამ ვიცით;
სიყვარული - დაუმსახურებლად მიღებული ჯილდოა;
გიყვარდეს- ე.ი. სხვებისთვის უხილავ სასწაულს ხედავდე;
სიყვარული - ორის მარტოობაა უკიდეგანო სამყაროში;
სიყვარული - ყოველთვის ახალია, როგორც კაშკაშა მარადიული ნათელი;
ერთი სუნთქვაა ორისთვის;
სიყვარული - მიტევების ხელოვნებაა;
პირველი გრძნობა, რომელიც ადამიანთან მოდის-დედის სიყვარულია, უკანასკნელი კი-რომელიც თან მიაქვს ამქვეყნიური
სამყაროს სიყვარული;
სიყვარული თან გდევს მთელი ცხოვრება: პირველი კოცნით, პირველი სიხარულით. პირველი განშორებითა და მწუხარებით
დაწყებული, ღრმა სიბერემდე;
"მე შენ მიყვარხარ"- წამები სჭირდება ამ სიტყვების წარმოთქმას, იმის ჩვენებას კი, როგორ გიყვარს-მთელი ცხოვრება;
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 701 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]