მთავარი » 2010 » ივნისი » 18 » siyvarulo
12:09 PM
siyvarulo
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი.
შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.

დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული.
წარსული ახლა ჩემი მტერია.
საიდანღაც კი ხმა შორეული
წამიჩურჩულებს: - არაფერია!

რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი.
შენი ცხოვრება ახლად იწყება.
და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი...
ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.

-შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ,
-მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია.
გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ:
-განა ეს მართლა არაფერია?!

დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს...
შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება იანვრის სითბოც
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 597 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]