მთავარი » 2010 » ივნისი » 18 » sizmari
10:36 PM
sizmari
მესიზმრა: ორივე მოვკვდით,
გვფენია სიმშვიდე მკვეთრი
და ერთად დაუდგამთ გვერდით
ჩვენი ორი კუბო თეთრი.

რას ნიშნავს ყოველი, ნეტავ?
უკან დაბრუნება არ გვსურს.
გულს არ ღრღნის ტკივილი, ვხედავ,
გული აღარ ტირის წარსულს.

უძლური გრძნობები გვაკრთობს,
ნათელი აზრები ჩვენი.
შენს ბაგეს ვერაფრით ვათბობ,
თუმც კვლავ სილამაზე გშვენის.

ასრულდა: ორივე მოვკვდით,
გვფენია სიმშვიდე მკვეთრი
და ერთად დაუდგამთ გვერდით
ჩვენი ორი კუბო თეთრი

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 650 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]