მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » sweet love...3
1:13 PM
sweet love...3
ათი წუთის შემდეგ ნუცის მობილური ისევ აწკრიალდა,ამჯერად ნუციმ დახედა ნომერს და ისე აიღო ეს საბა იყო
–მოხვედი ? – კითხა ნუციმ
– ხო რაზმაძეზე ვარ,შენ სად ხარ?
–მეც,მისმინე ეხლა დიდ თეთრ სახლს რომ დაინახავ იქ გაჩერდი
საბა მივიდა დიდ თეთრ სახლთან,რომელსაც დიდი ბეტონის კედელი ერტყა გარშემო,სახლი კი სულ განათებული იყო. საბა ამ სახლს ქუჩიდან ათვალიერებდა,როდესაც ნუცი დაინახა. იგი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა,არ გავდა იმ ნუცის რომელიც გამოცდაზე გაიცნო საბამ.სულ სხვანაირად ეცვა,არ გამოიყურებოდა როგორც მოკრძალებული გოგო,არ იყო ისეთი როგორც იმ ორ დღეს გამოცდებზე,არ გავდა იმ გოგოს.რომელიც საბას მოეწონა.
–რაღაც სხვანაირი ხარ დღეს – უთხრა საბამ
ნუცის გაეცინა და უთხრა რომ ესეთიც მოეწონებოდა. ნუციმ გააღო დიდი ჭიშკარი და ეზოში შევიდა.
– რას შვები არ შემოდიხარ? მანდ უნდა იდგე?
–რავი ნუც მაინც 2 დღეა გიცნობ და ცოტა ადრე ხომ არ არი შენთან სახლში რომ მოვიდე?
–ოო კაი რაა, მაინც არავინ არ არის – გაეცინა ნუცის და ცოტა გაუკვირდა კიდევაც, რადგან ადრე არავის უთქვამს უარი მასთან მისვლაზე.
ნუციმ დიდი თხოვნის შემდეგ დაითანხმა საბა და სეიყვანა სახლსში.
–დალევ რამეს? –კითხა ნუციმ
–არა მადლობ
ნუციმ თავისთვია ლუდი გამოღო და კიბისკენ წავიდა.საბა ცოტა გაკვირვებული იყო.
–წამოდი რას დგახარ მანდ
–სად წამოვიდე?
–წამომყევი მე,რა გჭირს პირველად ხარ გოგოსთან სახლში?
–არა რა პირველად (მოიტყუა საბა,რადგან მართლა არასდროს ყოფილა გოგოსთან სახლში)
ნუციმ საბა თავის ოთახში შეიყვანა.ნუციმ თავისი საყვარელი სიმღერა ჩართო და ლოგინზე დაჯდა.
-დაჯექი საბა რას დგახარ ფეხზე –უთხრა ნუციმ
–სახლში არავინ არ არის?
–არა,დაჯექი ეხაა რააა , რამეს ვუყუროთ გინდა?
–რავი კი მინდა – დაეთანხმა საბა
–კაი, მაშინ the notebook ვუყუროთ გინდა?
–კაი რასაც გინდა იმას ვუყუროთ სულერთია
ნუცის გაეცინა საბას ასეთ საქციელზე და ჩართო ფილმი.
–ეხლა მაინც დაჯექი – უთხრა ნუციმ
საბაც დაჯდა,ცოტა ხანში გაიხსნა ნუცისთან საბა და უკვე ჩახუტებულები იცვნენ ლოგინზე. საბა ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს,მაგრამ არ იმჩნევდა.ცოტა დრო რომ გავიდა ნუცის რატომრაც მოუნდა რომ საბასთვის ეკოცნა,ნუცი გადაიხარა საბას საკოცნელად უკვე ძალიან ახლოს იყვნენ,ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ.საბასაც მოუნდა რომ ეკოცნა ნუცისთვის.საბა უკვე ხვდებოდა,რომ ნუცი ერთი განებივრებული მდიდარი გოგონა იყო,რომლიც მხოლოდ ერთობოდა ბიჭებთან.მაგრამ საბამ მაინც ვერ აჯობა თავის თავს და უკვე ნუცის და საბას ტუჩების ერთმანეთს შეეხო,ერთმანეთის სითბო იგრძნეს,ამ დროს კი ნუცის ოთახში ბიჭი შემოვიდა ნუცი ნუცის ძახილით.ნუციმ და საბამ ერთდროულად გაიხედეს კარებისკეს.საბამ დაინახე ძალიან სიმპატიური მაღალი ბიჭი,მას ეგონა რომ ეს ბიჭი ნუცის მეგობარი იყო და ნუცის მოაკითხა და ამის გამო ძალიან დანაღვლიანდა.
–რა გინდა გიორგი ? –კითხა გაბრაზებულმა ნუციმ
–კახა არ მოსულა? ან ეს ბიჭი ვინაა?
–არა გიორგი არ მოსულა შენთვითონ ვერ ხედავ?! –გაბრაზდა ნუცი,რომ ხელი შეუშალა
–ნუცი ეს ბიჭი ვინ არის?
–ჩემი (ცოტა დაიბნა ნუცი არ იცოდა რა ეთქვა,რამდგან თვითონაც არ იცოდა ვინ იყო საბა მისთვის) მეგობარია
საბა ძალიან დაითრგუნა ამ სიტუაციით და წასვლა მოუნდა ძალიან ძალიან ძალიან.
–გაიცანი საბა ეს ჩემი ძმაა გიორგი –გააცნო ნუციმ თავისი ძმა საბას. გიორგიმ ხელი ჩამოართვა საბას და ოთახიდან გავიდა.საბა ძალიან გაკვირვენული იყო არ იცოდა თუ ნუცის ძმა ყავდა.
–არ ვიცოდი თუ ძმა გყავდა
–ჩემი ნამდვილი ძმა არ არის
–აბა?
–დედაჩემი გაყვა ცოლად კახას გიორგის მამას ცოლად და.. –აუხსნა ნუციმ საბას
–აა,გადაგებია
–შენ ვინ გეგონა?
–ისე არავინ –თავი შეიკავა პასუისგან საბამ
–არა მე ვიცი რაც იფიქრე და მაგიტო გეკითები
საბას არაფერი არ უპასუხია.ნუცი მიხვდა საბას გამოხედვით და მისი თვალებით,რასაც ფიქრობდა საბა მასზე,მაგრამ არც გაკვირვებია,მიჩვეული იყო,რომ ყველა ერთნაირად ფიქრობდა მასზე,რომ ის იყო ერთი მდიდარი,განებივრებული,ეგოიტი გოგო.ორივე ჩუმად იყო,სიჩუმე ნუციმ დაარღვია
–საბა წადი,გეხვეწები
–ნუცი მე..
–არა საბა წადი,მე და შენ არ შევეფერებით ერთმანეთს,მე მართლა ისეთი ვარ როგორიც გგონივარ,უბრალოდ მომეწონე რადგან შენ ჩემზე არაფერი იცოდი, არ იცოდი ჩემი წარსული,საშინელი წარსული,არ მინდა რომ შენც ჩემნაირი გახდე,არ მინდა.მე შენი კეთილი გული შემიყვარდა და არ მინდა ეს შეიცვალოს,არ მინდა შეგცვალო და ჩემნაირი გაგხადო,წადი გეხვეწები
–ნუცი,მე მართლა მოწონხარ და არ მაინტერესებს შენი წარსული.
საბა ჩაეხუტა ნუცის,ძალიან ძალიან მაგრად ჩაეხუტა.საბა არსად წასვლად არ აპერებდა, ნუცისთან კარგად გრძნობდა თავს,მაგრამ ძალიან დააინტერესა ნუცის წარსული,რომელზეც ასე მწარედ ლაპარაკობდა ნუცი,ძალიან დააინტერესა. საბა და ნუცი დიდი ხანი იყვნენ ესე უბრალოდ ჩახუტებულები,მაგრამ ნუცის ძალიან უნდოდა,რომ წასული საბა რადგან იცოდა,რომ მის ამბავს თუ გაიგებდა აღარ მოეწონებოდა ის,ამის ძალიან ეშინოდა მას.
–საბა გეხვეწები წადი
–რატო გინდა რომ წავიდე,მე შენთან კარგად ვგრძნობ თავს
–რო გაიგებ როგორიც ვიყავი და ვარ აღარ იგრძნობ ჩემთან თვს კარგად,დამიჯერე
–ნუცი მე...
–წადი,საბა ძალიან გთხოვ
–ესეთი რა წარსული გაქ?
–წადი საბაა –ეხლა უკვე უყვირა ნუციმ,თან ცრემლები წამოუვიდა,არ უნდოდა რომ ეს საბას ენახა და გიორგის ოთახში გაიქცა.საბას მეტი გზა არ ქონდა უნდა წასულიყო.საბამ დატოვა ნუცის სახლი,და ქუჩას გაუყვა ნუცის წარსულზე ფიქრში,უცებ მას თავისი ძველი მეგობარი ხირო გაახსენდა,საბა დარწმუნებული იყო,რომ მან იცოდა ნუცის ძველი ამბები და ამის გასარკევად დაურეკა საბამ ხიროს.
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 686 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]