მთავარი » 2010 » ივნისი » 13 » ubralod....
2:35 PM
ubralod....
უბრალოდ ისე გაგიღიმე
და შენც მოტყუვდი,
მთის ქიმზე დადგი ოცნების ქოხი
და გაიყინე.
უბრალოდ ისე გითხარი სიტყვა
და დამიჯერე,
უთქმელად მენდე, სულიც კი მანდე
და განმეღიმე.
უბრალოდ, ისე ცხოვრება შენთან დავაკავშირე,
შენ კი აღიქვი ეს ყველაფერი ერთ მთლიან სივრცედ
და გაეკიდე ლამაზ ოცნებას, ლამაზ ცხოვრებას
და შვილებს შენსას სახელებიც კი გამოუგონე...
უბრალოდ, ისე, ავდექი და
წავედი შენგან, შენ კი...
შენ კი...
შენ კი აღიქვი ეს უბრალოება ტრაგედიად და
ახლა ავად ხარ
მე უბრალოდ ისე, გავერთე ამ უბრალოებით და
შენთან აღარ ვარ.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 666 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]