მთავარი » 2010 » ივნისი » 17 » უცნაური მონატრება...
10:39 PM
უცნაური მონატრება...
არ მინდა ლექსები!
ვერ ვიტან სტრიქონებს! –
შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა!
ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ –
არ მინდა ლექსები!..
აღარც შენ მინდიხარ!..
.
მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი –
მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს,
გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი:
მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს
.
ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და
Senze cudis mTqmels me deda ვუგინო!
გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა...
უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ!
.
რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში
მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!..
მთავარი დედობის მანდილის ამბავში...
თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები!
.
ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას –
შენც გესიზმრებოდა ოცნების პრინცები!..
სხვა სიყვარულობის მეობის გაგება –
ეს არის კაცობის პირველი პრინციპი!
.
მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს
უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე...
დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში
ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი...
.
შევირგებ კიდევაც - თუ რამე მივირთვი,
არაფერს ვნატრობ და არავის დავეძებ!
ვერც ის პოეტები მშველიან ცინიზმით
ლექსებს რომ ჯღაბნიან დაბოლილ ყვავებზე...
.
არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული!
თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!..
არ მინდა ქალები!..
არ მინდა ბუმბული!..
არ მინდა ლექსები!..
ფეხებზე მკიდიხარ...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 607 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]