მთავარი » 2010 » ივნისი » 27 » wadi_
9:07 PM
wadi_
სიბრალულისთვის არ დამიბრუნდე,
გემუდარები წადი. . .
ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი,
განთავისუფლებ, წადი. . .
სიყვარული ხომ მაინც მასწავლე,
მადლობელი ვარ, წადი. . .
ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ,
არ დავიხრჩობი, წადი. . .
ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა,
არაუშავს რა, წადი. . .
ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ,
ვიცი გამიგებ, წადი. . .
ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს,
ვიცი გამიგებს, წადი. . .
თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ,
გული ღია მაქვს იცი???
გისაყვედურო???არა ძვირფასო,
მე პატიება ვიცი. .
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 612 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]